2019 წელს სოფელ კახიფარში შიდა საუბნო გზა რეაბილიტირდა
გამოქვეყნების თარიღი:
12 თებერვალი, 2020
დასრულების თარიღი:
12 თებერვალი, 2020
2019 წელს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ, კიდევ ერთი შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია სოფელ კახიფარში, საბავშვო ბაღის უბანში განახორციელა. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 430 მეტრი სიგრძის გზას, მოეწყო რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხი, ეზოებში მისასვლელები და საგზაო ნიშნები. კახიფარის შიდა საუბნო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები შპს კომპანია "ბლექ სი გრუპმა" განახორციელა. აღნიშნულ პროექტზე 258 000 ლარი დაიხარჯა.