ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრა სოფელ ქოდალოში

გამოქვეყნების თარიღი: 28 იანვარი, 2020
დასრულების თარიღი: 28 იანვარი, 2020

"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა სოფელ ქოდალოში.  ადგილობრივებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა. სოფლის საერთო კრებაზე, ქოდალოელებმა, რამდენიმე პრიორიტეტული საკითხი შეარჩიეს. გარე განათების მოწყობა, შიდა საუბნო გზის მონაკვეთის მოხრეშვა და საბავშვო ბაღისთვის ინვენტარის შეძენა - ეს ის საკითხებია, რომელზეც პროგრამით გათვალისწინებული თანხა დაიხარჯება.  წელს, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამით", ქოდალოსთვის, 12 000 ლარია გამოყოფილი.

გააზიარე