ახაშენში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია
გამოქვეყნების თარიღი:
25 ნოემბერი, 2019
დასრულების თარიღი:
25 ნოემბერი, 2019
2019 წელს გურჯაანის მერიამ სოფელ ახაშენში, ე.წ. პაპროაანთ უბანში, შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია განახორციელა. სამუშაოების ფარგლებში მოასფალტდა 897 მეტრი სიგრძის გზა, მოეწყო ეზოებში შესასვლელები და რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხი. სამუშაოების ღირებულებამ 367 697 ლარი შეადგინა.