ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრა სოფელ შაშიანში

16 იანვარი, 2020

 სკვერის მოწყობა "საზოგადოებრივი ცენტრის" მიმდებარედ და შიდა საუბნო გზებზე გარე განათების მონტაჟი - ეს ის პრიორიტეტებია, რომლებიც "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში შაშიანში განხორციელდება.  პრიორიტეტები ადგილობრივებმა, სოფლის საერთო კრებაზე ხმათა უმრავლესობით გადაწყვიტეს, რომელსაც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი, მერის პირველი მოადგილე თეიმურაზ ზავრაშვილი და მერის მოადგილე სიმონ ქოჩორაშვილი ესწრებოდნენ.  წელს, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამით", შაშიანისთვის, 20 000 ლარია გამოყოფილი.

გააზიარე