ახაშენში ჭაბურღილის გაწმენდა მიმდინარეობს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია სოფელ ახაშენში, ე.წ. ციხის უბანში არსებული ჭაბურღილის გაწმენდის სამუშაოებს ახორციელებს. სამუშაოების ღირებულება 3725 ლარს შეადგენს. ამ დროისთვის გურჯაანის მუნიციპალიტეტში კიდევ სამი: სოფელ გურჯაანში ნავთის ხევთან, ქვემო წითელ უბანში და ველისციხის საჯარო სკოლის ეზოში არსებული ჭაბურღილების გაწმენდა მიმდინარეობს.