გურჯაანის მუნიციპალიტეტი აცხადებს ელექტრონულ აუქციონს
აუქციონის დაწყება - დამთავრება
17.12.2019 15:00–27.12.2019 16:00
ელექტრონულ აუქციონზე პრივატიზების მიზნით გატანილია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება
- შენობა-ნაგებობები:
ა)ქ. გურჯაანში, სარაჯიშვილის ქუჩა N47-ში მდებარე - ყოფილი ინდ ბინათმშენებლობის შენობა-ნაგებობები - N1, N2, N3, N4, N5, N6, N7 _ საერთო ფართით - 1 712,60 კვმ, არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - 11 471,0 კვმ საკადასტრო კოდი - 51.01.59.066. საწყისი საპრივატიზაციო ფასი - 225 722 (ორას ოცდახუთი ათას შვიდასოცდაორი) ლარი, (შენობების ღირებულება - 40 006, (ორცი ათას ექვსი) ლარი, მიწა - 185 716 (ასოთხმოცდახუთი ათას შვიდას თექვსმეტი) ლარი. „ბე“ შეადგენს საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30%-ს - 67 717 (სამოცდა შვიდი ათას შვიდას ჩვიდმეტი) ლარი;სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5%-ს - 11 286 (თერთმეტი ათას ორას ოთხმოცდაექვსი) ლარი.
ობიექტისაღწერილობა:
ტერიტორიაზე განთავსებული შენობა-ნაგებობები ძირითადად ანგარის ტიპისაა, რომლებიც სიძველისა და ხანგრძლივი ბუნებრივი და ფიზიკური ზემოქმედების შედეგად ძალიანდაზიანებულია. სახურავისა და სხვა რკინა-ბეტონის კონსტრუქციები დაშლილ-კოროზირებულია. შენობები გამოსულია მწყობრიდან და რაიმე მიზნით გამოყენებისთვის უვარგისია. ეზოში ეკალ-ბარდი და ველური მცენარეებია გავრცელებული.
ბ)ქ. გურჯაანში, ტაბიძის ქუჩა N4-ში მდებარე შენობა-ნაგებობები N 1 და N2 - ყოფილი საბავშვო ბაღის შენობა -საერთო ფართით - 988,6 კვმ, (N1 საერთო ფართით - 860,1კვმ, N2 საერთო ფართით - 128,5კვმ), არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - 7 243,0კვმ საკადასტრო კოდი - 51.01.59.266. საწყისი საპრივატიზაციო ფასი - 241 611 (ორას ორმოცდაერთი ათას ექვსას თერთმეტი) ლარი, (შენობების ღირებულება - 60 898, (სამოცი ათას რვაას ოთხმოცდათვრამეტი) ლარი, მიწა - 180 713 (ასოთხმოცი ათას შვიდას ცამეტი) ლარი. „ბე“ შეადგენს საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30%-ს - 72 484 (სამოცდათორმეტი ათას ოთხას ოთხმოცდაოთხი) ლარი;სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5%-ს - 12 081 (თორმეტი ათას ოთხმოცდაერთი) ლარი.
ობიექტისაღწერილობა:
შენობა-ნაგებობა განთავსებულია ქალაქ გურჯაანის ტერიტორიაზე. ეზოში გავრცელებულია ხე-მცენარეები. შენობა - ნაგებობა მკვიდრია. საჭიროებს კაპიტალურ რემონტს.
ე) სოფელ კარდენახში მდებარე შენობა-ნაგებობა - ყოფილი N2 საბავშვო ბაღის შენობა. შენობის საერთო ფართი - 259,40 კვმ, მიმაგრებული არასასოფლო-სამეურნმეო დანიშნულების მიწა - 1093,0კვმ. საკადასტრო კოდი - 51.15.23.286. ქონების საწყისი საპრივატიზებო ფასი - 20 209(ოცი ათას ორას ცხრა) ლარი. (შენობის ღირებულება - 8 918 (რვა ათას ცხრაასთვრამეტი) ლარი, მიწის ღირებულება - 11 291 (თერთმეტი ათას ორას ოთხმოცდათერთმეტი) ლარი.) „ბე“ - საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30% - 6 063 (ექვსი ათას სამოცდასამი) ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5% - 1 011 (ერთი ათას თერთმეტი) ლარი.
ობიექტისაღწერილობა:
შენობა მდებარეობს სოფელში. არის მოუვლელი და ამორტიზებული, დაზიანებულია სახურავი. მეორე სართულს ხის შუშაბანდი აქვს. ესაჭიროება კაპიტალური აღდგენა.
ვ)სოფელ კარდენახში მდებარე, კულტურის სახლის შენობა-ნაგებობა. შენობის საერთო ფართი - 1544,0კვმ, მიმაგრებული, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა - 4872,0კვმ. საკადასტრო კოდი - 51.15.73.037. ქონების საწყისი საპრივატიზებო ფასი - 98 115(ოთხმოცდათვრამეტი ათას ასთხუთმეტი) ლარი. (შენობის ღირებულება - 47 787 (ორმოცდაშვიდი ათას შვიდას ოთხმოცდაშვიდი) ლარი, მიწის ღირებულება - 50 328 (ორმოცდაათი ათას სამასოცდარვა) ლარი.) „ბე“ - შეადგენს საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30%-ს - 29 435 (ოცდაცხრა ათას ოთხას ოცდათხუთმეტი) ლარს. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5%-ს - 4 906 (ოთხი ათას ცხრაას ექვსი) ლარს.
ობიექტისაღწერილობა:
შენობა მდებარეობს სოფლის ცენტრში. არის მოუვლელი და ამორტიზებული, დაზიანებული აქვს სახურავი, რის გამოც დაზიანებულია კედლები. არ გააჩნია კარ-ფანჯარა.
ე)სოფელ მუკუზანში მდებარე, შენობა-ნაგებობები N1-დან N15-ის ჩათვლით, ყოფილი პროფტექნიკური სასწავლებელი. შენობების საერთო ფართი- 10455,1 კვმ.არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა -82906 კვმ. საკადასტრო კოდი - 51.06.51.274 ქონების საწყისი საპრივატიზებო ფასი - 835 274 (რვაას ოცდათხუთმეტი ათას ორას სამოცდათოთხმეტი) ლარი. (შენობის ღირებულება -259077 (ორასორმოცდაცხრამეტი ათას სამოცდაჩვიდმეტი) ლარი,მიწის ღირებულება - 576197 (ხუთას სამოცდათექვსმეტი ათას ასოთხმოცდაჩვიდმეტი) ლარი.) „ბე“ - შეადგენს საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30%-ს -250 582 (ორასორმოცდაათი ათას ხუთას ოთხმოცდაორი) ლარს. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5%-ს - 41 764 (ორმოცდაერთი ათას შვიდას სამოცდაოთხი) ლარს.
ობიექტისაღწერილობა:
შენობა-ნაგებობები მდებარეობს სოფლის განაპირა ტერიტორიაზე - გურჯაანი-ყვარელის დამაკავშირებელი ავტომაგისტრალის გასწვრივ და წარმოადგენს ყოფილი პროფესიული სასწავლებლის ტერიტორიას. ფართობი შემოღობილია მესერით, რომელიც ადგილ-ადგილ დაზიანებულია. შენობები ამორტიზებულია, არ აქვს კარებები და ფანჯრები, მათ ნაწილს არ გააჩნია სახურავი. ეზოში გავრცელებულია ველური მცენარეები, არის მოუვლელი.
- არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართები:
ა) ქ. გურჯაანში, 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე - 600 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ს.კ. 51.01.56.173. საწყისი საპრივატიზებო ფასი - 29 184 (ოცდაცხრა ათას ას ოთხმოცდაოთხი). „ბე“ - შეადგენს საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30%-ს - 8755 (რვა ათას შვიდას ორმოცდათხუთმეტი) ლარს. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5%-ს - 1459 (ათას ოთხას ორმოცდაცხრამეტი) ლარს.
ობიექტისაღწერილობა:
ნაკვეთი მდებარეობს ქ. გურჯაანის განაპირას. არის გასასუფთავებელი, დაფარულია ეკალ-ბარდით.
ბ)სოფელ მუკუზანში მდებარე - 49132 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ს.კ. 51.06.51.275. საწყისი საპრივატიზებო ფასი - 341 467 (სამას ორმოცდაერთი ათას ოთხას სამოცდაშვიდი) ლარი. „ბე“ - საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30% - 102 440 (ას ორი ათას ოთხას ორმოცი) ლარი.სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5%- 17 073 (ჩვიდმეტი ათას სამოცდაცამეტი) ლარი.
ობიექტისაღწერილობა:
მიწის ნაკვეთი მდებარეობს სოფლის განაპირას, გურჯაანი-ყვარელის დამაკავშირებელი ავტომაგისტრალის გასწვრივ და წარმოადგენს ყოფილი პროფესიული სასწავლებლის ტერიტორიას. ფართობი გასასუფთავებელია ეკალ-ბარდისგან.
- მოძრავი ქონება:
ა)მეორეულირკინა-ბეტონისკოჭები - 10 (ათი) ცალი. (ერთიცალირკინა-ბეტონისკონსტრუქციიისფასი - 350 (სამასორმოცდაათი) ლარი). ქონებისსაწყისისაპრივატიზებოფასი - 3 500 (სამიათასხუთასი) ლარი. „ბე“ - საწყისისაპრივატიზაციოფასის 30% - 1 050 (ერთიათასორმოცდაათი) ლარი. სავაჭრობიჯი - საწყისიფასის 5% - 175 (ასსამოცდათხუთმეტი) ლარი.
ობიექტის აღწერილობა:
სამშენებლო კონსტრუქცია მეორეულია, რაოდენობა - 10 (ათი) ცალი, ზომით - 11X0,9X0,6. დასაწყობებულია ბაკურციხე-გურჯაანის შემოვლითი გზის კმ 2+200 - კმ 13+300-ის მიმდებარე ტერიტორიაზე - სოფელ ჩუმლაყის ბოლოს.
--------------------------------------
- ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად „ბე“-სგადახდა შესაძლებელია ნაღდი
ანგარიშსწორებით სს „ლიბერთიბანკში“ ან/და ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით.
- ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულზე გაიცემა აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ იოქმი.
- გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის მიღებიდან, 15 კალენდარული დღის ვადაში აუქციონში
გამარჯვებულსა და ქონების მესაკუთრეს შორის ფორმდება ნასყიდობის ხელშეკრულება.
- ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა,ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 15
კალენდარული დღის ვადაში უნდა უზრუნველყოს ქონების ღირებულების სრულად გადახდა
სახაზინო კოდზე:
ა) შენობა-ნაგებობის შემთხვევაში-300503313;
ბ) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შემთხვევაში - 300503390;
გ) მოძრავი ქონებისთვის - 3005003376.
- 30 კალენდარული დღის ვადაში ქონების ღირებულების გადაუხდელობის შემთხვევაში აუქციონის
შედეგები უქმდება.
- ქონების ღირებულების სრულად გადახდის შემდეგ, აუქციონში გამარჯვებულს გადეცემა საკუთრების
უფლების დამადასტურებელი მოწმობა.
- ქონების დათვალიერება შესაძლებელია ქონების მესაკუთრესთან შეთანხმებით.
- დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე - 599 85 23 35; ასევე, შეგიძლია დარეკოთ
ცხელ ხაზზე - 2 601 601.
გურჯაანისმუნიციპალიტეტი