ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის წარდგენა

11 დეკემბერი, 2019

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა, თანამშრომლებს და მედიის წარმომადგენლებს ვიცე-მერი თეიმურაზ ზავრაშვილი წარუდგინა.  თეიმურაზ ზავრაშვილი, წლების განმავლობაში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობას იკავებდა, როგორც სამოქალაქო, ასევე საქართველოს შეიარაღებული ჯარების სამსახურში. 1997 წელს მან მიიღო პოლკოვნიკის წოდება. ის სხვადასხვა მნიშვნელოვან ჯილდოებთან ერთად გახლავთ ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენის კავალერი. 2017 წლიდან დღემდე თეიმურაზ ზავრაშვილი იკავებდა სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონული განყოფილების უფროსის პოზიციას.  ვიცე-მერი თეიმურაზ ზავრაშვილი შემდეგ სამსახურებს უხელმძღვანელებს: ადმინისტრაციული სამსახური; იურიდიული სამსახური; კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური; ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური; ზედამხედველობის სამსახური;  მერის მოადგილის სიმონ ქოჩორაშვილის საკურატორო სფეროში იქნება შემდეგი სამსახურები: საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური; ეკონომიკის სამსახური; ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახური; სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური;  მერმა დამსწრე საზოგადოებას ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ლევან წინწალაშვილი და ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი რამაზ ქიტიაშვილი გააცნო

გააზიარე