შეხვედრები მოსახლეობასთან: ახაშენი, ჩუმლაყი და სოფელი გურჯაანი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ახაშენში, ჩუმლაყსა და სოფელ გურჯაანში მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა.
მოსახლეობას ადგილობრივი თვითმმართველობის და კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები შეხვდნენ. ადგილობრივებმა ძირითად პრობლემად წყალმომარაგების და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დაასახელეს.
მოსახლეობასთან შეხვედრები ყველა სოფელში გაიმართება, რომლის მიზანი ადგილობრივების საჭიროებების ადგილზე გაცნობა და მათი ოპერატიულად მოგვარებაა.