Hot line : (0 353) 22 12 23

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის, „კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარების“ ქვეპროგრამის ფარგლებში, ვაუჩერის განაღდების, (საქონლის მიწოდების)მსურველ პირთა რეგისტრაციის პირობები

20 February, 2024

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია (ქ. გურჯაანი, ნონეშვილის გამზირი #13)
აცნობებს ყველა დაინტერესებულ პირს:


1. გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია
„კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარების“
ქვეპროგრამის ფარგლებში, მოწყვლადი ბავშვების და მათი ოჯახების, საკვები პროდუქტებით, ჰიგიენისა და თავის მოვლის საშუალებებით, სასწავლო ნივთებით,  საყოფაცხოვრებო
ნივთებითა და ტექნიკით მხარდაჭერა;


2. „კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარების“
ქვეპროგრამის მიზანია ბავშვის მიტოვების ან ოჯახისგან განცალკევების პრევენცია,
სიღატაკეში ან/და კრიზისში მყოფი ბავშვიანი ოჯახების პირველადი საჭიროებების
დაკმაყოფილება და ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდის ხელშეწყობა;


3. მომსახურების გაწევის ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2024 წლის დეკემბრის
ჩათვლით პერიოდი;


4. ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქე, გურჯაანის
მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირველადი საჭიროების მქონე ბავშვიანი
ოჯახები, რომლებიც მულტიდისციპლინური გუნდის მიერ შეფასებულნი არიან, მწვავე
კრიზისული მდგომარეობით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 22
დეკემბრის #31 დადგენილების „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის
მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ დანართი #4 -
ით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისად;


5. ქვეპროგრამის განხორციელებაში მონაწილეობის მსურველ პირთა შერჩევას
განახორციელებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის 2023 წლის 02 მარტის
Nბ90.902306110 ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფი „გურჯაანის მუნიციპალიტეტის
მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის, „კრიზისულ
მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარების“ ქვეპროგრამის
ფარგლებში, მიმწოდებელ პირთა შერჩევის მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ“
ფასთა კლების პრინციპის (უფრო დაბალი ფასის) დაცვით, პრეტენდენტის მიერ,
მათთვის სპეციალურად შემუშავებული საქონლის ფასთა ცხრილის წარმოდგენის
საფუძველზე;

 

6. მე-5 პუნქტში მითითებული სამუშაო ჯგუფის მიერ გამოვლენილ პირთან, გურჯაანის
მუნიციპალიტეტი, თითოეულ კატეგორიაში, საუკეთესო პრეტენდენტთან დადებს
შესაბამის ხელშეკრულებას;


7. დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:


ა) წერილობითი განაცხადი „კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების
გადაუდებელი დახმარების“ ქვეპროგრამის ფარგლებში, გასატარებელი ღონისძიებების
განხორციელებაში, მონაწილეობის მიღების სურვილის თაობაზე, ერთი ან რამდენიმე
მიმართულების მითითებით;
ბ) მონაწილეობის მსურველი პირის რეკვიზიტები (საიდენტიფიკაციო კოდი, მისამართი,
ელ. მისამართი, ტელეფონის ნომერი, საბანკო რეკვიზიტები);
გ) შესაბამისი საქონლის განფასება, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებული
სპეციალური ფასთა ცხრილის საშუალებით;
დ) ამონაწერი, სსიპ საჯარო რეესტრის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული)
იურიდიული პირების რეესტრიდან.


8. „კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარების“
ქვეპროგრამის ფარგლებში გასატარებელ ღონისძიებებში მონაწილეობის მსურველმა
დაწესებულებებმა, განაცხადითა და ამ განცხადებით დადგენილი დოკუმენტაციით
უნდა მიმართონ ელექტრონულად გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას ელ.
მისამართზე (info@gurjaani.gov.ge) ან/და მატერიალურად მისამართზე (ქ. გურჯაანი,
ნონეშვილის გამზ. #13);

„კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი
დახმარების“ ქვეპროგრამის ფარგლებში გასაცემი სასაქონლო სია და ანაზღაურების წესის შესახებ ინფორმაცია და დოკუმენტაცია
განთავსებულია მერიის ვებ-გვერდზე, www.gurjaani.gov.ge და ფეისბუქის ოფიციალურ
გვერდზე, https://www.facebook.com/GurjaaniMunicipality?mibextid=ZbWKwL


დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისათვის შეუძლიათ მიმართონ
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას ელექტრონულად მისამართზე
(info@gurjaani.gov.ge), ტელეფონზე (0353221223) ან/და მისამართზე (ქ. გურჯაანი,
ნონეშვილის გამზ. #13);

Share page