სოფელ ახაშენში სასაფლაოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია განხორციელდება
სოფელ ახაშენში სასაფლაოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია განხორციელდება.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე გამოცხადებული ტენდერი შერჩევა/შეფასების ეტაპზეა.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 700 მეტრამდე სიგრძის გზის, მიერთებების და ეზოებში შესასვლელების მოასფალტება, ასევე, რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხის მოწყობა.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 303 649 ლარია. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები სატენდერო პროცედურების დასრულების შემდეგ დაიწყება.