გურჯაანმა საქართველოს ჩემპიონატს ჭიდაობაში უმასპინძლა
გურჯაანმა, 9 -12 მარტს, საქართველოს პირველობას უმცროსი ასაკის ჭაბუკთა შორის ბერძნულ - რომაულ და თავისუფალ ჭიდაობაში უმასპინძლა.
შეჯიბრი, ორივე სახეობაში, 10 წონით კატეგორიაში გაიმართა და მასში 500 - მდე სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა.
გამარჯვებულები თასებით, შესაბამისი ხარისხის მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.
საქართველოს პირველობა ჭიდაობის ეროვნული ფედერაციისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ გურჯაანმა საქართველოს პირველობას
ბერძნულ - რომაულ და თავისუფალ ჭიდაობაში უკვე მესამედ უმასპინძლა.