Hot line : (0 353) 22 12 23

სოფელ ჩუმლაყში წმინდა მარიამის ეკლესიის გზის რეაბილიტაცია

23 May, 2020

სოფელ ჩუმლაყში, წმინდა მარიამის ეკლესიასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.  პროექტის ფარგლებში მოასფალტდება გზა, ეზოებში შესასვლელები და მოეწყობა რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხი, რაზეც 200 000 ლარზე მეტი დაიხარჯება. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. საგზაო სამუშაოებს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული ამხანაგობა "გზამშენი 15 " აწარმოებს.

Share page