სოფელ ჩუმლაყში წმინდა მარიამის ეკლესიის გზის რეაბილიტაცია
სოფელ ჩუმლაყში, წმინდა მარიამის ეკლესიასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში მოასფალტდება გზა, ეზოებში შესასვლელები და მოეწყობა რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხი, რაზეც 200 000 ლარზე მეტი დაიხარჯება. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. საგზაო სამუშაოებს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული ამხანაგობა "გზამშენი 15 " აწარმოებს.