გურჯაანის მუნიციპალიტეტი აცხადებს ელექტრონულ აუქციონს
აუქციონის დაწყება - დამთავრება 06.04.2020 16:00–16.04.2020 16:00
ელექტრონულ აუქციონზე პრივატიზების მიზნით გატანილია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მეორეული სამშენებლო მასალა - 100 (ასი) ცალი ცოკოლის ბლოკი. ბლოკების საწყისი საპრივატიზაციო ფასი წარმოადგენს საბალანსო ღირებულებას - 1 000 (ერთი ათასი) ლარი. „ბე“ არის საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30% - 300 (სამასი) ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5% - 50 (ორმოცდაათი) ლარი
ობიექტისაღწერილობა:
სამშენებლო კონსტრუქცია მეორეულია, რაოდენობით - 100 (ასი) ცალი. დასაწყობებულია ქ. გურჯაანის გარეუბანში რამოდენიმე ადგილას, სოფელ ჩუმლაყის საზღვრამდე.
--------------------------------------
- ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად „ბე“-სგადახდა შესაძლებელია ნაღდი
ანგარიშსწორებით სს „ლიბერთიბანკში“ ან/და ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით.
- ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულზ ეგაიცემა აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი.
- გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის მიღებიდან, 15 კალენდარული დღის ვადაში აუქციონში
გამარჯვებულსა და ქონების მესაკუთრეს შორის ფორმდება ნასყიდობის ხელშეკრულება.
- ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა,ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 15
კალენდარული დღის ვადაში უნდა უზრუნველყოს ქონების ღირებულების სრულად გადახდა
სახაზინო კოდზე - 300503376.
- 30 კალენდარული დღის ვადაში ქონების ღირებულების გადაუხდელობის შემთხვევაში აუქციონის
შედეგები უქმდება.
- ქონების ღირებულების სრულად გადახდის შემდეგ, აუქციონში გამარჯვებულს გადეცემა საკუთრების
უფლების დამადასტურებელი მოწმობა.
- ქონების დათვალიერება შესაძლებელია ქონების მესაკუთრესთან შეთანხმებით.
- დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე - 599 85 23 35; ასევე, შეგიძლია დარეკოთ
ცხელხაზზე - 2 601 601.
გურჯაანისმუნიციპალიტეტი