ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

ზურაბ უტიაშვილმა ვაჩნაძიანში დასრულებული გზა მოინახულა

2 ივნისი, 2023

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ უტიაშვილმა, ინფრასტრტუქტურის სამსახურის უფროს რამაზ ქიტიაშვილთან ერთად სოფელ ვაჩნაძიანში, ყველაწმინდის ტაძრისკენ მიმავალი ახლადრეაბილიტირებული გზა მოინახულა.

პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 1900 მეტრი სიგრძის გზას და მოეწყო სანიაღვრე არხი. ასევე მოეწყო დამცავი გაბიონი.

ტურისტული მნიშვნელობის გზის რეაბილიტაცია შპს "ბახტრიონი -2012" -მა შეასრულა.

გზის რეაბილიტაციაზე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 420 000 ლარი დაიხარჯა.

გააზიარე