ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

ზურაბ უტიაშვილმა ბაკურციხეში მიმდინარე პროექტები მოინახულა

31 May, 2023

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში, წმ. გრიგოლ ფერაძის სახლმუზეუმთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დაიწყო. მიმდინარე სამუშაოებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ უტიაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი ადგილზე გაეცნენ.

გზის რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით, 1 270 000 ლარით დაფინანსდა. სამუშაოებს, გურჯაანის მერიის დაკვეთით ტენდერში გამარჯვებული შპს "ბახტრიონი - 2012"  ასრულებს.

პროექტით გათვალისწინებულია 2440 სიგრძის გზაზე ასფალტის საფარის დაგება, რკინა-ბეტონის კიუვეტისა და ეზოებში შესასვლელების მოწყობა.

ზურაბ უტიაშვილმა და ვანო ბერიძიშვილმა სოფელ ბაკურციხეში ასევე მოინახულეს 24 საათიანი წყალმომარაგების პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები, რომელიც აქტიურ ფაზაშია. 

 

გააზიარე