ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

ზაფხულის მუსიკალური საღამო გურჯაანში

9 ივლისი, 2023

ქალაქ გურჯაანის კულტურისა და დასვენების პარკში, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, „მუსიკალური საღამო“ გაიმართა.

ღონისძიებები ადგილობრივი მეწარმეების მიერ წარმოდგენილი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვით დაიწყო.

პატარების განწყობაზე ზღაპრის გმირები და ანიმატორები ზრუნავდნენ. ასევე, მოეწყო სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი აქტივობა, სადეგუსტაციო და კვების ზონა.

 მუსიკალური საღამო ყველასთვის საყვარელი "ღამის შოუს ბენდის" კონცერტით დასრულდა .

გააზიარე