ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

სოფლის პროგრამის შეხვედრები დასრულდა

15 თებერვალი, 2023

გურჯაანის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები დღეს დასრულდა.

შემაჯამებელი შეხვედრები კოლაგში, ბაკურციხეში, კარდენახში, ნანიანსა და ჭერემში გაიმართა, რომელსაც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ უტიაშვილი ესწრებოდა.

ადგილობრივების გადაწყვეტილებით, სოფლის პროგრამის ფარგლებში, მოეწყობა სკვერი, საუბნო გზაზე დაიგება ბეტონის საფარი, დაემატება წყლის რეზერვუარი და საბავშვო ბაღის ეზოს ინვენტარი.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 520 000 ლარი დაიხარჯება.

 

გააზიარე