ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

სოფლის მეურნეობის მინისტრის ვიზიტი ჩუმლაყში

8 ივლისი, 2020

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი, კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები სოფელ ჩუმლაყში იმყოფებოდნენ, სადაც ატმის დაბინავების პროცესი მოინახულეს.  აღსანიშნავია, რომ წელს ატმის ფასი უპრეცენტოდ მაღალია. ბოლო კვირის განმავლობაში ატმის ფასი 2 ლარს შეადგენს, რაზეც ადგილობრივი ფერმერები კმაყოფილებას გამოთქვამენ.  სტუმრები ადგილობრივი მეწარმის სოსო გიოშვილის სამაცივრე მეურნეობაში იმყოფებოდნენ, სადაც ხილის მიღების, დაფასოებისა და დაბინავების პროცესს პირადად დაესწრნენ. აღსანიშნავია, რომ სოსო გიოშვილმა შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა, საიდანაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამაცივრე მეურნეობა ააშენა და შესაბამისი სასოფლო- სამეურნეო ტექნიკა შეიძინა. სტუმრები სამაცივრე მეურნეობიდან ადგილობრივი ფერმერის მალხაზ ჯოხაძის ბაღში ხილის კრეფას დაესწენენ და თავადაც მიიღეს მონაწილეობა. ატმისა და ვაშლატამას (ნექტარინი) საექსპორტო მაჩვენებელი 6 ივლისის მდგომარეობით, 1,397 ტონას შეადგენს. ატმისა და ვაშლატამას წლევანდელი საპროგნოზო მოსავალი 35 ათასი ტონაა. ატმის დაბინავების პროცესში სრული დატვირთით მუშაობს გურჯაანის მუნიციპალიტეტში არსებული 20 სამაცივრე მეურნეობა.

გააზიარე