ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

სოფლის ექიმებთან შეხვედრა გაიმართა

25 May, 2022

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ლერი გელენავამ და ა(ა)იპ "საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის " სოფლის ექიმის პროგრამის ხელმძღვანელმა, მინდია ღლონტმა, მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსთან, სოფიო ქუმსიაშვილთან ერთად, სოფლის ექიმებთან და ექთნებთან შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე პირველადი ჯანდაცვის რგოლში არსებულ ვითარებაზე და იმ საჭიროებებზე ისაუბრეს, რომელიც ხელს შეუწყობს სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდას და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.

შეხვედრა, რომელიც გურჯაანის შოთა რუსთაველის სახელობის ბიბლიოთეკაში გაიმართა, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

გააზიარე