ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

სოფლებში ხევების გაწმენდა მიმდინარეობს

10 May, 2022

სოფელ ჭერემში ხევის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის ზურაბ უტიაშვილის უშუალო ჩართულობით, მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ "გურჯაანის მუნიციპალურმა სერვისმა " ოპერატიულად დაიწყო აღდგენითი სამუშაოები . ხევები გაიწმინდა სოფელ ჭანდარში, ძირკოკსა და ვეჯინშიც, სადაც ასევე, ხორციელდება დაზიანებული გზების მოსწორება.

გურჯაანი მუნიციპალიტეტში 8 მაისს მოსულმა უხვმა ნალექმა ხევების ადიდება გამოიწვია და სოფლების საუბნო გზები დააზიანა.

გააზიარე