ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

სოფელ ბაკურციხეში საბავშვო სივრცის მოწყობა დასასრულს უახლოვდება

15 ნოემბერი, 2022

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში, საბავშვო სივრცის მოწყობა დასასრულს უახლოვდება.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "ფილ ვეი გრუპი" ასრულებს.

აღნიშნული პროექტი ბაკურციხის მინი სპორტულ მოედანთან და სოფელ კარდენახის საბავშვო სკვერთან ერთად ხორციელდება. ორივე პროექტის ჯამური ღირებულება 99 127 ლარს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტში 7 საბავშვო გასართობი სივრცე მოეწყო.

გააზიარე