ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

რა?სად?როდის? სპორტული ტური გურჯაანის ბიბლიოთეკაში

16 ივლისი, 2023

გურჯაანის საჯარო ბიბლიოთეკაში ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის? - სპორტი 2023" გაიმართა, რომლის მთავარი თემაც იყო სპორტი.

 ერთდღიან თემატურ თამაშში, რომელშიც გურჯაანის 8 დამოუკიდებელი გუნდი მონაწილეობდა, 24 შეკითხვა დაისვა, გამარჯვებული კი გურჯაანის ინტელექტ-კლუბის ვეტერანი მოაზროვნეებისგან დაკომპლექტებული გუნდი გახდა, რომლის კაპიტანიც გიორგი კვარაცხელია იყო.

გამარჯვებულ ექვსეულსა და მეორე-მესამე ადგილზე გასულ გუნდებს საჩუქრად სპორტული თასი, სპორტული ინვენტარი, სპორტული თემატიკის წიგნები, საფეხბურთო პოსტერები, ფასიანი საჩუქრები და საპატიო სიგელები გადაეცათ ინტელექტუალური თამაში გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების ორგანიზებითა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა, რომლის რედაქტორი და წამყვანი პაატა ჩახვაშვილი იყო.

გააზიარე