ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

"რა? სად? როდის?“ გამარჯვებული გურჯაანის პირველი სკოლა გახდა

11 May, 2022

 გურჯაანში, შოთა რუსთაველის სახელობის ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში, ინტელექტუალური თამაშის "რა? სად? როდის?" მე-18 სასკოლო სერიის ფინალი გაიმართა.

ფინალში, ექვსი ტურის შემდეგ, საუკეთესო შედეგების მქონე ექვსი გუნდი მონაწილეობა. თამაში სამ ეტაპად წარიმართა, თითო ეტაპი 10 კითხვისგან შედგებოდა.

საგაზაფხულო სერიის გამარჯვებული და სიმბოლური პრიზის "ბროლის ბუს" მფლობელი ქ. გურჯაანის პირველი საჯარო სკოლის გუნდი, „სამეფო კარის ლავაშები“ გახდა.

მეორე ადგილზე არაშენდის საჯარო სკოლის გუნდი „ A-priori”,

მესამეზე კი ქ. გურჯაანის მეოთხე საჯარო სკოლის გუნდი - „1121“ გავიდნენ.

2022 წლის გაზაფხულის სასკოლო სერიის „საუკეთესო მოაზროვნე“ კარდენახის საჯარო სკოლის გუნდის, „როეს“ კაპიტანი, ლუკა ჩახვაშვილი გახდა, რომელსაც ასევე გადაეცა „ბროლის ბუ“ და ჯ.რ.რ. ტოლკინის წიგნების ნაკრები.

პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები სხვადასხვა პრიზებითა და შესაბამისი სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.

გაზაფხულის სერიაში სულ გურჯაანის მუნიციპალიტეტის 19 საჯარო სკოლის გუნდი მონაწილეობდა.

"რა? სად? როდის?" სასკოლო ტურნირი ა(ა)იპ "გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების" ორგანიზებით და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის და გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრი მხარდაჭერით ჩატარდა.

 

გააზიარე