ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

პროექტის "საჯაროდ გამოსვლების კონკურსის" დაჯილდოება გაიმართა

8 დეკემბერი, 2022

გურჯაანის შოთა რუსთაველის სახელობის ბიბლიოთეკაში პროექტის "საჯაროდ გამოსვლების კონკურსის" ნახევარფინალური და ფინალური შეხვედრები გაიმართა. ღონისძიების დასასრულს გამოვლინდა პროექტის ათი საუკთესო მომხსენებელი და საჯაროდ გამომსვლელი ახალგზრდა, ასევე გაიმართა პროექტის მონაწილეების სერთიფიკტებით დაჯილდოება.

პროექტში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ჩართული იყო 200-მდე მონაწილე, რომლის მთავარი მიზანი იყო, ახალგაზრდებში არგუმენტირებული მსჯელობის, სიტყვით გამოსვლის ტექნიკების, ორატორული უნარების და მეტყველების კულტურის განვითარება.

პროექტი "საჯაროდ გამოსვლების კონკურსი" გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიისა და გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების ორგანიზებითა და მხარდაჭერით, საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტმა განახორციელა.

გააზიარე