ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

ნონეშვილის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

2 სექტემბერი, 2021

 ქალაქ გურჯაანში, პროექტის "განახლებული რეგიონები" ფარგლებში, ნონეშვილის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

 პროექტი "განახლებული რეგიონები" საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში ქალაქების ურბანულ განახლებას ითვალისწინებს, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტისა და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს.

 აღნიშნული პროექტის მიხედვით, ნონეშვილის გამზირზე განახლდება ტროტუარები და მოეწყობა საპარკინგე ზონები, ჩატარდება ყველა შენობის ფასადების რეაბილიტაცია, ასევე დაგეგმილია "პაპას" და "ბებოს ბაღების" რეაბილიტაციაც.

გააზიარე