ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

მერიამ კავკასიის გარემოსდაცვით ცენტრთან მემორანდუმი გააფორმა

25 ნოემბერი, 2020

კავკასიის რეგიონულ გარემოსდაცვით ცენტრსა(REC Caucasus) და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას შორის, პროექტის „მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის (LDN-ის) ეროვნული მიზნების მიღწევა დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და მდგრადი მართვის გზით“ ფარგლებში, ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

 მემორანდუმის მიზანია გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ნანიანსა და მელაანში დეგრადირებული საძოვრების აღდგენა და მეცხოველეობის განვითარების ხელშეწყობა.

სამწლიანი პროექტის განხორციელება 2021 წლის გაზაფხულიდან დაიწყება, რაც პირველ ეტაპზე საველე სამუშაოებს და საძოვრებთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვებას მოიცავს. ამის შემდეგ კი მათი სრული აღდგენა იგეგმება.

 მემორანდუმს ხელი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის დირექტორმა სოფიკო ახობაძემ მოაწერეს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

 პროექტი ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და დაფინანსებულია გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მიერ.

 

გააზიარე