ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

ქალაქ გურჯაანში მუსიკალური სკოლის რეაბილიტაცია გრძელდება

5 სექტემბერი, 2023

ქალაქ გურჯაანის სამუსიკო სკოლის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით სრული რეაბილიტაცია უტარდება შენობის ორივე სართულს.

იცვლება კარ-ფანჯრები, ვიტრაჟები, იატაკის საფარი, გარემონტდება სასწავლო ოთახები, დარბაზი და დერეფნები. ასევე, პროექტის ფარგლებში, მოხდება ეზოს კეთილმოწყობა და ახალი ღობის მოწყობა.

პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებს გურჯაანის მერიის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული შპს "ჯორჯიან ინჟინირინგი" ასრულებს.

სამუშაოებზე რეგიონებში განსახორციელებელი პროქტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 574 766 ლარი დაიხარჯება.

გააზიარე