ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

ქ. გურჯაანში სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურ რეჟიმში ტარდება

6 April, 2020

 ქალაქ გურჯაანში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ადმინისტრაციული შენობების და ხალხმრავალი ობიექტების მიმდებარე ტერიტორიების სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სადეზინფექციო ხსნარებით, ასევე დამუშავდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინების შესასვლელები, სოფლებში არსებული ადმინისტრაციული შენობები და ამბულატორიები.  სადეზინფექციო სამუშაოებს ა(ა)იპ " გურჯაანის დასუფთავების სამსახური" ახორციელებს. სამსახურის უფროსის ინფორმაციით, ამ დროისითვის მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო ხსნარების საკმარისი მარაგია

გააზიარე