ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

გურჯაანში კორპუსების ეზოების რეაბილიტაცია გრძელდება

21 თებერვალი, 2023

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია ქალაქ გურჯაანში კორპუსების ეზოების რეაბილიტაციას ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება 9 აპრილის ქუჩაზე #29, 35, 37, 41, 66, 68, 98, აღმაშენებლის ქუჩა #1 , 3, 14 გურამიშვილის ქუჩა #3, 32 ,36, 38, 40, კოსტავას ქ #30 თამარ მეფის #2, 4 და ლეონიძის ქუჩა #12 მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ეზოებს.

პროექტს გურჯაანის მერიის დაკვეთით ტენდერში გამარჯვებული შპს "იმედი დიდუბე" ასრულებს. სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 713 525 ლარი დაიხარჯება.

შეგახსენებთ, რომ მუნიციპალიტეტში არსებული კორპუსების ეზოების რეაბილიტაცია, ბოლო რამდენიმე წელია, ეტაპობრივად ხორციელდება და დაგეგმილია მუნიციპალიტეტში არსებული ყველა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ეზოს კეთილმოწყობა.

გააზიარე