ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

გურჯაანში წარმატებული მოსწავლეების დაჯილდოება გაიმართა

24 თებერვალი, 2023

გურჯაანის ტექნოპარკში 2020-2021 სასწავლო წლის წარჩინებული კურსდამთავრებულების დაჯილდოება გაიმართა.

მედალოსნებს სპეციალური სერთიფიკატები და ჯილდოები საქართველოს პარლამენტის წევრმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა - დავით სონღულაშვილმა , გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა - ზურაბ უტიაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ - ვანო ბერიძიშვილმა და გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა - დალი მინდიაშვილმა გადასცეს. მათ ახალგაზრდებს კიდევ ერთხელ მიულოცეს სკოლის წარჩინებით დასრულება და შემდგომი წარმატებები უსურვეს.

გურჯაანის მუნიციპალიტეტში 2020-2021 სასწავლო წელს საჯარო სკოლა წარმატებით 67 მოსწავლემ დაასრულა, საიდანაც 61 ოქროს და 6 ვერცხლის მედალოსანია. აღსანიშნავია, რომ გურჯაანი წარჩინებული კურსდამთავრებულების რაოდენობით კახეთში ლიდერია.

გააზიარე