ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

გურჯაანმა პირველად გასტრონომიულ კონგრესს უმასპინძლა

5 მარტი, 2024

გურჯაანმა პირველად გასტრონომიულ კონგრესს უმასპინძლა. ღონისძიება ბასკეთის კულინარიის ცენტრისა და გურჯაანის ღვინის ფესტივალის ერთობლივი თანამშრომლობით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, კაჭრეთის ამბასადორში გაიმართა. ბასკეთ-საქართველოს გასტრონომიულ კონგრესს 250 - ზე მეტი სტუმარი დაესწრო.

გასტრონომიული კონგრესი ოფიციალურად გახსნეს და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს -კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა, პარლამენტის წევრმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, თენგიზ ნასარიძემ და ბასკეთის მთავრობის წარმომადგენლებმა.

კონგრესის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსიები, პრეზენტაციები და კულინარიული შოუ, რომელსაც ცნობილი ბასკი და ქართველი შეფები უძღვებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ ბასკეთის კულინარიის ცენტრთან თანამშრომლობით გურჯაანში მიმდინარეობს კავკასიის გასტრონომიული აკადემიის მშენებლობა, რომელიც სტუდენტებს 2025 წლიდან მიიღებს.

კონგრესის იდეის ავტორია პარლამენტის წევრი - დავით სონღულაშვილი, ორგანიზატორი კი გურჯაანის ღვინის ფესტივალი, ხოლო მხარდამჭერები არიან: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქპატენტი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია, DMO - " Visit Kakheti", Basque Culinary Center, Mantala.eus, საქართველოს ბანკი, თელიანი ველი და დერგი.

გააზიარე