ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

გურჯაანის დელტას წლიური ანგარიში

2 დეკემბერი, 2023

ა(ა)იპ "საკალათბურთო კლუბი გურჯაანის დელტამ", გურჯაანის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, 1 წლის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.

ანგარიში ა(ა)იპ "საკალათბურთო კლუბი გურჯაანის დელტას" ხელმძღვანელმა ზვიად ანთაძემ წარადგინა, რომელსაც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი, პირველი მოადგილე ლერი გელენავა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საკალათბურთო გუნდი გურჯაანის დელტა მიმდინარე წლის იანვარში შეიქმნა და ის გურჯაანის ისტორიაში სუპერლიგის მონაწილე პირველი გუნდია.

ასევე, შეიქმნა ბავშვთა საკალათბურთო აკადემია, რომელიც არის სრულიად უფასო. აკადემიის ორი ასაკობრივი გუნდი (14 და 16 წლამდელები), ეროვნული ჩემპიონატის მონაწილეები არიან.

გააზიარე