ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

გურჯაანის ცენტრალურ პარკში ეროვნული სამოსის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართება

17 May, 2022

ხვალ, 18 მაისს, 15:00 საათზე, ქალაქ გურჯაანის ცენტრალურ პარკში, ეროვნული სამოსის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართება.

გაცოცხლებული იქნება ძველი ფოტოსურათები, კინოსა და თეატრის მსახიობები გააცოცხლებენ ფრაგმენტებს ძველი ქართული კინოფილმებიდან, მოეწყობა ქართულ ეროვნულ სამოსში გამოწყობილი მოქალაქეების მსვლელობა. ასევე, წარმოდგენილი იქნება ღვინის, ხელნაკეთი ნივთებისა და ნახატების გამოფენა - გაყიდვა და ძველი გურჯაანის ფოტოები.

16:00 საათზე გაიმართება კლასიკური მუსიკის კონცერტი, სიმებიანი კვარტეტის მონაწილეობით.

ეროვნული სამოსის დღის ღონისძიებები 18:00 საათზე ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტით დასრულდება.

ღონისძიების სტუმრებისთვის ჩაცმის დაწესებული სტილია ეროვნულ სამოსი ან ეროვნული აქსესუარი.

 

გააზიარე