ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

ახალი წლის დღეები გურჯაანში - 6 იანვარი

6 იანვარი, 2024

ქალაქ გურჯაანში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ახალი წლის დღეების ფარგლებში, საახალწლო ღონისძიება ჩატარდა.

ქალაქის მთავარ გამზირზე მოეწყო ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, კვების სივრცე და საბავშვო სივრცე, ელფების სახელოსნო.

ღონისძიებები მოსიარულე ორკესტრის მსვლელობით გაიხსნა. Პატარებისთვის გაიმართა ანიმატორების საბავშვო პროგრამა, მოეწყო ზღაპრის გმირების საზეიმო მსვლელობა და ბავშვების შეხვედრა თოვლის პაპასთან.

სტუმრებს სიტყვით მიმართა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა და დამდეგი შობა მიულოცა.

ახალი წლის დღეები გურჯაანში ანსამბლი „შვიდკაცაᲡ“, ბენდი „გუფი ლენდის“ გრანდიოზული კონცერტით და

საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა.

გააზიარე