ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

ა(ა)იპ "გურჯაანის სამხატვრო სკოლის" 1 წლის ანგარიშის წარდგენა

7 დეკემბერი, 2023

ა(ა)იპ "გურჯაანის სამხატვრო სკოლის" ხელმძღვანელმა ესმა ალავერდაშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმდინარე წლის ანგარიში გააცნო.

სამხატვრო სკოლას ამ დროისთვის 120 მოსწავლე ჰყავს, რომლებმაც წლის განმავლობაში სხვადასხვა გამოფენასა და პროექტში მიიღეს მონაწილეობა, მათ შორის პროექტში , ,ფიროსმანის ნახატების შესრულება ღია ცისქვეშ“ .

1 წლის ანგარიშის წარდგენა გურჯაანის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გაიმართა და მას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი, პირველი მოადგილე ლერი გელენავა და საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი დაესწრნენ.

გააზიარე