ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

7 იანვრის ღონისძიებები გურჯაანში

8 იანვარი, 2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, დღეს გურჯაანში საახალწლო ღონისძიება გაიმართა.

ნონეშვილის გამზირზე მოწყობილი იყო საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები, ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. სპეციალურად მოწყობილ ქოხში თოვლის პაპა ბავშვებს ტკბილეულს ურიგებდა.

საკონცერტო სცენა დღის განმავლობაში "მეკო სტუდიას", თეატრ "ჟოზეს", ნათია ქოროღლიშვილს, ტატო გოდერძიშვილს, ლევან ყანდიაშვილს და "ლეკო სტუდიას" დაეთმო.

საღამოს კი თიკა ჯამბურიას, თამუნა ამონაშვილის და ჯგუფი "ქუჩის ბიჭების" გალა კონცერტი გაიმართა.

ღონისძიებები საზეიმო ფოერვერკით დასრულდა.

 

გააზიარე