ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

31 დეკემბერი

2 იანვარი, 2024

 დეკემბერს, ქალაქ გურჯაანში, გრანდიოზული საახალწლო ღონისძიებები გაიმართა.

საახალწლო პროგრამა სანტების შოუთი დაიწყო. ბავშვებს თოვლის პაპა ესტუმრა და საჩუქრები დაურიგა.

 ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ როგორც ადგილობრივი, ასევე მოწვეული შემსრულებლები.

✔︎ დავით არჩვაძე,

✔︎ თაკო მელიქიშვილი,

✔︎ Leko’s Music Studio,

✔︎ X Music Studio ;

✔︎ ფოლკლორული ანსამბლი ,,ჰანგები“;

✔︎ ,,ბავშვთა ვოკალური კვარტეტი” ;

✔︎მუსიკალური სტუდია ,,ჰორიზონტი“ ;

✔︎ეროვნული ცეკვის ანსამბლი ,,გურჯაანი“ ;

✔︎ფოლკლორული ანსამბლი “ხარება” ,

✔︎ ფოლკლორული ანსამბლი “გურჯაანი”;

 გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა სტუმრებს სიტყვით მიმართა და დამდეგი ახალი წელი მიულოცა. მერმა, საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილთან ერთად 2023 წლის წარჩინებული ახალგაზრდები და პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოა.

ღამის 12 საათზე, ტრადიციულად შესრულდა "მრავალჟამიერი".

საღამო ბენდი “მიქსტურას“ კონცერტით დასრულდა.

გააზიარე