Hot line : (0 353) 22 12 23

აღმოჩენა სოფელ ველისციხეში

26 September, 2019

 გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ისტორიულ სოფელ ველისციხეში, ახალი არტეფაქტებია აღმოჩენილი.  ერთ-ერთმა ადგილობრივმა, მიწის სამუშაოების დროს, ბაზალტის მოზრდილი ქვა აღმოაჩინა, მხედრული წარწერებით, რომელზეც დაშენებული იყო ძველი მარნის ერთ-ერთი კედელი.  ამასთან ერთად, აღმოჩენილია ორ ტონამდე ტევადობის ქვევრები, რომელებიც გარედან ქართული აგურით არის მოპირკეთებული.  სპეციალისტების ვარაუდით, წარწერებიანი ქვა შესაძლოა უცნობი ადამიანის საფლავის ქვას წარმოადგენდეს, რომლის შესწავლაც უკვე მიმდინარეობს.

Share page