ახალი სასწავლო წელი დაიწყო
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი საჯარო სკოლებს ესტუმრა და მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცა. 2019 წელს, ახლადგარემონტებულ შენობებში დაიწყეს სწავლის პროცესი ბაკურციხის, ჭანდრის, დარჩეთის და ქალაქ გურჯაანის #4 საჯარო სკოლების მოსწავლეებმა. უახლოეს მომავალში დასრულდება კარდენახის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია და ზემო კაჭრეთის საჯარო სკოლის მშენებლობა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!