ნუცუბიძის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა
Publish date:
17 September, 2019
End date:
17 September, 2019
ქალაქ გურჯაანში, ნუცუბიძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. პროექტის ფარგლებში მოასფალტდა 450 მეტრამდე სიგრძის გზა და მოეწყო სანიაღვრე არხი. აღნიშნული გზის რეაბილიტაცია, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით, 236 343 ლარით დაფინანსდა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს "ნიუპოვერმა" შეასრულა