თაბუკაშვილის ქუჩაზე გზის მოასფალტება დასრულდა
Publish date:
17 September, 2019
End date:
17 September, 2019
ქალაქ გურჯაანში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, გზის რეაბილიტაცია დასრულდა. სამუშაოების ფარგლებში, მოასფალტდა 402 მეტრი სიგრძის გზა, მოეწყო რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხი, ეზოებში შესასვლელები და დაიდგა საგზაო ნიშნები. თაბუკაშვილის ქუჩაზე გზის მოასფალტებისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით, 176 809 ლარი დაიხარჯა