გურჯაანის დელეგაციის ვიზიტი იტალიაში
გურჯაანის მუნიციპალიტეტის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით იტალიის, უჯიატე-ტრევანოს მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა
დელეგაციის წევრები იყვნენ: გურჯაანის მერის პირველი მოადგილე სიმონ ქოჩორაშვილი, მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსი ვლადიმერ მუსალბიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველი ირაკლი შაშიაშვილი და საკრებულოს წევრი ზურაბ მუხულიშვილი.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, რომელიც უჯიატე-ტრევანოს მერის რიტა ლამბრუგის მოწვევით შედგა, ორი მუნიციპალიტეტის დამეგობრებას ჩაეყარა საფუძველი.
დელეგაცია, კომოს ტბაზე გამართულ კონფერენციას დაესწრო და იქ მყოფ 8 ქვეყნის წარმომადგენლებს, პრეზენტაცია წარუდგინა გურჯაანის მუნიციპალიტეტის შესახებ.
ვიზიტის ფარგლებში, გურჯაანის დელეგაციის წევრებმა და უჯიატე-ტრევანოს წარმომადგენლებმა, ტურიზმის, ეკონომიკის, მეღვინეობის, განათლების, სპორტისა და მერიის სტრუქტურის შესახებ გაცვალეს ინფორმაცია.
დელეგაცია ასევე დაესწრო ბავშვთა საფეხბურთო ჩემპიონატს, რომელშიც დამეგობრებული მუნიციპალოტეტების გუნდები მონაწილეობდნენ. აღნიშნულ ჩემპიონატში გურჯაანის ნაკრების მონაწილეობაც იგეგმება.