მედიკამენტებით უზრუნველყოფა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მედიკამენტების უზრუნველყოფის პროგრამით შეუძლიათ ისარგებლონ ონკოლოგიური პრობლემების მქონე პაციენტებმა, სარეიტინგო ქულების გარეშე.
ასევე, მედიკამენტების უზრუნველყოფის პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ სოციალურად დაუცველ იმ მოქალაქეებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 0-დან 100 000-მდეა
სოციალური დახმარების მისაღებად საჭიროა შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახმეტის რაიონული განყოფილებიდან;
დ) ფორმა №ΙV/100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
ე) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე.