Hot line : (0 353) 22 12 23

ა(ა)იპ გურჯაანის სამუსიკო სკოლების გაერთიანებამ საქართველოს სპორტისა და კულტურის სამინისტროსგან მოპოვებული გრანტით - 26 800 ლარი, ორი ახალი ფორტეპიანო შეიძინა

9 September, 2024

ა(ა)იპ გურჯაანის სამუსიკო სკოლების გაერთიანებამ საქართველოს სპორტისა და კულტურის სამინისტროსგან მოპოვებული გრანტით - 26 800 ლარი, ორი ახალი ფორტეპიანო შეიძინა.

სამინისტრომ საგრანტო კონკურსის " სამუსიკო სკოლების ინსტრუმენტების განახლება" გამარჯვებულები, მიმდინარე წლის გაზაფხულზე გამოავლინა.

ამასთან ერთად, გურჯაანის თვითმმართველობის მხარდაჭერით, სამუსიკო სკოლების გაერთიანებამ დამტებით შეიძინა 3 ახალი ფორტეპიანო.

სასიხარულოა, რომ ახალ სასწავლო წელს, გაერთიანების ხუთივე სამუსიკო სკოლის აღსაზრდელები, ახალი ინსტრუმენტებით დაიწყებენ.

Share page