Hot line : (0 353) 22 12 23

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა - სოფელი კალაური

30 August, 2024

სოფელ კალაურში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში სკვერში დაიდგმება მოსასვენებელი სკამები, ასევე დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და საქანელები.

პროექტი, ადგილობრივმა მოსახლეობამ, საერთო კრებაზე, ხმათა უმრავლესობით შეარჩია.

მიმდინარე წელს, გურჯაანის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით განსახორციელებელი პროექტებისთვის, 520 000 ლარია გამოყოფილი.

Share page