Hot line : (0 353) 22 12 23

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია სოფელ ჭანდარში ცენტრალურ მაგისტრალთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციას ახორციელებს

11 September, 2024

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია სოფელ ჭანდარში ცენტრალურ მაგისტრალთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციას ახორციელებს.

აღნიშნული გზა გადის ხიდის ქვეშ, რომელიც ასევე წარმოადგენს მშრალი ხევის კალაპოტს. პროექტის მიხედვით ეწყობა რკინა-ბეტონის კედელი და მილი, ასევე 250 მეტრამდე სიგრძის გზაზე და ეზოებში შესასვლელებში მოეწყობა ცემენტობეტონის საფარი.

მიმდინარე სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით, 443 561 ლარით ფინანსდება.

სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს "იმედი დიდუბე" ასრულებს.

Share page