საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო
საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.
სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი ქალაქ გურჯაანის მეოთხე საჯარო სკოლას სტუმრობდა.
" მინდა , ახალი სასწავლო წლის დაწყება მივულოცო ჩვენს მოსწავლეებს და პედაგოგებს. წარმატებულ და ნაყოფიერ სასწავლო წელს გისურვებთ. დღევანდელი დღე განსაკუთრებულად მინდა მივულოცო ჩვენს პირველკლასელებს, რომელებმაც წელს პირველად შეაღეს სკოლის კარი და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავიდნენ. დარწმუნებული ვარ, თითოეული მათგანისთვის ეს დღე დაუვიწყარი იქნება.
ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ ახალ თაობას სრულფასოვანი განათლების მიღებაში, გავაუმჯობესოთ სასკოლო ინფრასტრუქტურა და შევქმნათ ახალი შემეცნებითი სივრცეები. კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას და გისურვებთ წარმატებებს!" - გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სკოლებში, ახალ სასწავლო წელს, 500 - ზე მეტმა პირველკლასელმა დაიწყო სწავლა. პირველკალსელებს სასწავლო წიგნებთან ერთად პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ. ასევე, სასწავლო წიგნებით უზრუნველყოფილია საჯარო სკოლების ყველა მოსწავლე.