Hot line : (0 353) 22 12 23

გურჯაანის კულტურის ცენტრში სპექტაკლის „მკა“ პრემიერა შედგა

30 September, 2024

გურჯაანის კულტურის ცენტრში სპექტაკლის „მკა“ პრემიერა შედგა.

წარმოდგენა ქართული ქორეოგრაფიისა და ფოლკლორის თანამედროვე ინსცენირებაა, რომლის რეჟისორი ლაშა რობაქიძეა.

სპექტაკლში ფოლკლორული ანსამბლი "გურჯაანი", ბავშვთა ფოლკლორული გუნდი “გურჯაანი”, ლევან მუღალაშვილის სახელობის ხალხური სიმღერისა და ტრადიციული გალობის სალოტბარო სკოლა, ქართული ეროვნული ცეკვის ანსამბლი “გურჯაანი” , ქართული ტრადიციული სახლი გურგენიძეები, გურჯაანის კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლი „ცერული“, „მხედრული“ და ახალგაზრდული დასი „ზიარი“ მონაწილეობდნენ.

სპექტაკლის პრემიერას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი, მერის პირველი მოადგილე ლერი გელენავა, მერის მოადგილე კოტე ბერიძიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Share page