Hot line : (0 353) 22 12 23

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას არასამთავრობო ორგანიზაციამ "საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისთვის" , შშმ პირებისთვის განკუთვნილი, 25 გადასაადგილებელი ეტლი გადასცა

11 November, 2024

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას არასამთავრობო ორგანიზაციამ "საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისთვის" , შშმ პირებისთვის განკუთვნილი, 25 გადასაადგილებელი ეტლი გადასცა.

5 ოჯახს ეტლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის და ორგანიზაცია "საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისთვის" წარმომადგენლებმა ბინაზე პირადად გადასცეს.

ეტლების გადაცემა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიასა და არასამთავრობო ორგანიზაციასთან "საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისთვის" შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა.

ასევე, მემორანდუმის ფარგლებში 10 სოციალურად დაუცველ ბავშვიან ოჯახს ტანსაცმელი, სოფელ ვეჯინის და ჭანდრის საბავშვო ბაღებს სათამაშოები, ქ. გურჯაანის მეორე საჯარო სკოლას კი ქართული და ინგლისურენოვანი მხატრული ლიტერატურა გადაეცათ.

პროცესში აქტიურად იყო ჩართული გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი და მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსი სოფიო ქუმსიაშვილი.

Share page